Net Promoter Score (NPS) - მომხმარებელთა ლოიალობის მთავარ საზომს თუ დავეყრდნობით, ის მნიშვნელოვნად მაღალია იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში სტუმართმოყვარეობის როლს აცნობიერებენ და პრაქტიკაში ნერგავენ.
რას გულისხმობს სტუმართმოყვარეობის, იმავე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია? - ეს არის სერვისებისა და ქცევის ფართო სპექტრი, რაც მომხმარებლების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება. მოკლედ რომ ვთქვათ, სტუმართმოყვარეობა გულისხმობს თბილი და მიმზიდველი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ.
ამიტომაც, ნებისმიერი ბიზნესის საქმიანობასა თუ მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების წარმატებაში სტუმართმოყვარეობის როლი გადამწყვეტია, ვინაიდან პირდაპირ გავლენას ახდენს სტუმრების საერთო სასიამოვნო გამოცდილებაზე.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი მონაცემი და შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს სტუმართმოყვარეობა ღონისძიებების წარმატებას:
პირველი შთაბეჭდილება: მეგობრული პერსონალი უკვე პოზიტიური განაცხადია, რომ ადამიანი მისთვის სანდო და უსაფრთხო გარემოში მოხვდა.
პერსონალიზაცია: ინდივიდუალიზებული სერვისები - მისალმება, სტუმრის კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სპეციფიკური კვება, განსაკუთრებული დღის მილოცვა და სხვ. ყურადღება, მზრუნველობა და კეთილი ნება მომხმარებლების კმაყოფილებას ორგანულად ზრდის.
უკუკავშირი: მარკეტინგული კვლევები ადასტურებს, რომ მაღალი სტუმართმოყვარეობის სტანდარტების მქონე ღონისძიებები ასეთივე შეფასებებს იმსახურებს.
Word of Mouth: პოზიტიური გამოცდილება, რომელიც ზეპირად ან სოციალური მედიის საშუალებით ზიარდება, ღონისძიებისა და შესაბამისად, კომპანიის რეპუტაციას ზრდის.
ლოჯისტიკა: ტრანსპორტირების ალტერნატივების მიწოდება, პარკინგი, გამართული სარეგისტრაციო პროცესი, კომფორტული და აუდიტორიის მასშტაბზე გათვლილი მოსასვენებელი ადგილი, შეუფერხებელი კვება - ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო ამ და სხვა ტექნიკური ნაწილის გამართულად ფუნქციონირებაზე ფიქრი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მყისიერი რეაგირება: კვალიფიციურ პერსონალს ყველაფერი შეუძლია! სწრაფად და მარტივად გადაჭრას საკითხები, პოზიტიური ატმოსფეროს შესანარჩუნებლად.
მრავალფეროვნება და ინკლუზია: ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც სტუმართმოყვარეობის ინკლუზიურ პრაქტიკას ითვალისწინებს, ქმნის გარემოს, სადაც თითოეული დამსწრე თავს სრულფასოვნად გრძნობს.
სპონსორები: დამსწრეების კმაყოფილება კომპანიისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ დაინტერესებას ზრდის. რაც, ბრენდის ირგვლივ, უფრო მეტ სტეიქჰოლდერს აჩენს და სპონსორების ნაკადს ზრდის.
ყველა ფაქტორის ჩამოთვლა, რატომ არის სტუმართმოყვარეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებისთვის, შეუძლებელია. ვინაიდან სწორედ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე მოქნილი და ადეკვატური პასუხი ადასტურებს ამ დარგში მოღვაწე პროფესიონალების შესაძლებლობებს. თუმცა ნებისმიერი მასშტაბის შეკრების ორგანიზება, რომ ამ საქმის პროფესიონალს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალების გათვალისწინებასა და მუმდივ მზაობას მოითხოვს, ეს ცხადია.
MPA კი, სწორედ ამისთვისაა ქართულ ბაზარზე - ჰოსფითალითი მომსახურების თითოეულ ნაბიჯზე შევქმნათ პირობები, რომელიც აბსოლუტურად, მორგებული იქნება თქვენს სურვილებსა და საჭიროებებზე, იქნება ეს კორპორაციული ჰოსფითალითის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება, არტისტის ჩამოყვანა, სასტუმროში განთავსება, კონფერენციების მოწყობა თუ სხვა.